პრესა: ბაიერნმა ანჩელოტი უკვე გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრესა: ბაიერნმა ანჩელოტი უკვე გაათავისუფლა


პრესა: ბაიერნმა ანჩელოტი უკვე გაათავისუფლა

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის გათავისუფლება გადაწყვიტა, იტყობინება SB Nation.

შეგახსენებთ, დღეს კლუბის ხელმძღვანელთა საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც იტალიელი მწვრთნელის მომავლის ბედი გადაწყდება.

მოგეხსენებათ, გუშინ "ბაიერნმა" "პსჟ"-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ანგარიშით 0:3 წააგო.

58 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერში" 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო ქვეყნის სუპერთასი ორჯერ მოიგო.

აღინიშნება, რომ ანჩელოტის წასვლის შემთხვევაში გუნდს დროებით იტალიელის ასისტენტი, ვილი სანიოლი ჩაიბარებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "ბაიერნში" კარლო "ჰოფენჰაიმის" თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა შეცვალოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები