ლეონარდომ ანთალიასპორი ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეონარდომ ანთალიასპორი ჩაიბარა


ლეონარდომ ანთალიასპორი ჩაიბარა

"ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდომ, თურქული "ანთალიასპორი" ჩაიბარა.

"ანთალიასპორის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 48 წლის ბრაზილიელმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლეონარდო 2009-10 წლებში "მილანს", ხოლო მოგვიანებით "ინტერს" ხელმძღვანელობდა. შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორი გახდა, მაგრამ ფრანგული კლუბი 2013 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

თურქეთის სუპერლიგის საწყისი 6 ტურის შემდეგ "ანთალიასპორმა" 6 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზე იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანთალიასპორი ლეონარდო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები