ტოჰირი: "ინტერი ოთხეულში შესვლას ელის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოჰირი: "ინტერი ოთხეულში შესვლას ელის"


ტოჰირი:

მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა, განაცხადა, რომ "ნერაძურის" ხელმძღვანელობა ამ სეზონისგან კარგ შედეგებს ელის.

"სპალეტის ლიდერული თვისებების წყალობით ჩვენ ამ შედეგებს ველოდით.

"ინტერი" ახლა სამეულში იმყოფება და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ველით, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებით, რაც ჩვენი მიზანია.

გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, რომლებიც ჩემი მოსვლის შემდეგ დავიმატეთ. მათ შორის არიან ივან პერიშიჩი, მაურო იკარდი, ჟოაო მირანდა და დანილო დ'ამბროზიო.

"მილანის" სიტუაცია განსხვავებულია. მათ ახალი მფლობელები და 11 ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, ამიტომ "ინტერს" არ უნდა შევადაროთ", - განაცხადა ტოჰირმა.

საწყისი 6 ტურის შედეგად "ინტერმა" 16 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია იმყოფება. წინ 18-18 ქულით "ნაპოლი" და "იუვენტუსი" არიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ერიკ ტოჰირი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები