ბაიერნის დირექტორმა ანჩელოტის გაშვების მიზეზებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნის დირექტორმა ანჩელოტის გაშვების მიზეზებზე ისაუბრა


ბაიერნის დირექტორმა ანჩელოტის გაშვების მიზეზებზე ისაუბრა

"ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გათავისუფლებით დამწუხრებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურების შემდეგ მიიღეს.

"სეზონის დაწყებისთანავე ვერ გაამართლა ჩვენი მოლოდინი გუნდის ასპარეზობამ", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური რუმენიგეს სიტყვებს.

"პარიზში ნაჩვენებმა თამაშმა დაამტკიცა, რომ დასკვნების გამოტანა იყო საჭირო. დღეს მე და ჰასან სალიჰამიჯიჩს კარლოსთან ღია და სერიოზული საუბარი გვქონდა, მას მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვაცნობეთ".

"მინდა კარლოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, ვწუხვარ იმის გამო, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი. ანჩელოტი ჩემი მეგობარია და დარჩება კიდეც, თუმცა ის გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რომელიც "ბაიერნის" ინტერესებშია".

"ახლა გუნდისგან დადებით რეაქციას ველი, რისი წყალობითაც დასახული მიზნების მიღწევას შევძლებთ", - დასძინა კარლ-ჰაინცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები