ალეგრი: "ფეხბურთი მარტივი თამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "ფეხბურთი მარტივი თამაშია"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ფეხბურთზე თავისი შეხედულება გაამჟღავნა და აღიარა, რომ 24 საათიანი თავის სამუშაოზე არ ფიქრობს.

"მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც 24 საათი თამაშზე ფიქრობს. ყოველთვის ვამბობდი, რომ არსებობენ ნავარჯიშები, გამოწვრთნილი სპეციალისტები და ბუნებრივი ტალანტის მქონე მწვრთნელები. ვფიქრობ, მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები.

თუ მთელ დღეს სხვადასხვა ტიპის ვიდეოების ყურებაში გავატარებ, საბოლოოდ ვერაფერსაც ვერ გავიგებ. ფეხბურთი მარტივი თამაშია და მინდორზე უბრალოდ შენს მოწინააღმდეგეს უნდა აჯობო.

შენი გუნდი მოედანზე უბრალოდ იმის საწინააღმდეგოს უნდა აკეთებდეს, რასაც მეტოქე. თუ მეტოქე წინ მიდის, უკან უნდა დარჩე და პირიქით. ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მე უფრო ტექნიკური და ფიზიკური მხარის სიძლიერის მწამს", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

50 წლის იტალიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში 2003 წლიდან გვევლინება და სახელი 2008-10 წელს "კალიარიში" კარგი მუშაობით გაითქვა. შემდეგ ის "მილანს" (2010-14) წვრთნიდა და "იუვენტუსი" 2014 წელს ჩაიბარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები