ლეგიონი ევროპა ლიგაზე: ქართველებიდან მხოლოდ კვერკველიამ მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი ევროპა ლიგაზე: ქართველებიდან მხოლოდ კვერკველიამ მოიგო


ლეგიონი ევროპა ლიგაზე: ქართველებიდან მხოლოდ კვერკველიამ მოიგო
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი მატჩები გაიმართა.

სანახაობრივი გამოდგა "ბატესა" და "არსენალის" შეხვედრა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:4 დასრულდა. "ბატეს" რიგებში არ უთამაშია ქართველ ნახევარმცველს ვაკო გვილიას.

ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო გურამ კაშიას "ვიტესმა." ამჯერად, არნემელები სტუმრად "ნიცასთან" განადგურდნენ და ჯგუფიდან გასვლის შანსები შეიმცირეს.

უშანსოდ წააგო "ვარდარმაც." მაკედონიელები "როსენბურგთან" 3:1 დამარცხდნენ. ჯაბა ჯიღ​აურმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღ​ო.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც ევროპა ლიგის მეორე ტურში მოიგო, საბა კვერკველიაა. მისმა "ლოკომოტივმა" "ზლინი" 3:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები