გარეთ ბეილი თბილისში ვერ ჩამოვა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გარეთ ბეილი თბილისში ვერ ჩამოვა?


გარეთ ბეილი თბილისში ვერ ჩამოვა?
მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი გარეთ ბეილი შესაძლოა თბილისში ვერ ჩამოვიდეს და უელსის ნაკრებს ვერ დაეხმაროს.

ესპანური პრესის ცნობით, ბეილს ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, "დორტმუნდთან" შეხვედრაში კვლავ გაუმიზეზდა ტრავმა.

ცნობილია, რომ ბეილს გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ის ნაკრებთან ერთად.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს ჩატარდება.

მოგეხსენებათ, ბეილმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა თავი და "დორტმუნდს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები