ანჩელოტი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბაიერნის ისტორიის ნაწილი გავხდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბაიერნის ისტორიის ნაწილი გავხდი"


ანჩელოტი:

იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ, ანჩელოტიმ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ განცხადებას სოციალური ქსელით გააკეთებდა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ისეთი დიდი გუნდის ისტორიის ნაწილი გავხდი, როგორიც მიუნხენის ბაიერნია.

დიდ მადლობას ვუხდი კლუბს, ფეხბურთელებსა და ბაიერნის საოცარ გულშემატკივრებს", - აცხადებს ანჩელოტი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას ანჩელოტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები