ლევანდოვსკი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა


ლევანდოვსკი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კარლო ანჩელოტის კლუბში ერთად მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გუშინ იტალიელი სპეციალისტი მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

გერმანელებმა 58 წლის იტალიელს გუშინდელი მარცხი არ აპატიეს. "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პარი სენ ჟერმენთან" 0:3 დამარცხდა.

"ანჩელოტის ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი", - წერს პოლონელი შემტევი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა "ბაიერნი" გასული სეზონის წინ ჩაიბარა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები