პიკემ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კატალონიელ ხალხს მიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიკემ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კატალონიელ ხალხს მიმართა


პიკემ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კატალონიელ ხალხს მიმართა

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ კატალონიელებს 1 ოქტომბერს მოახლოებული რეფერენდუმის თაობაზე თავიანთი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

კატალონია კვირას ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე გამოკითხვას ჩაატარებს.

"მოდით დღეიდან კვირამდე საკუთარი აზრი საჯაროდ გამოვხატოთ", - წერს სოციალურ ქსელში პიკე, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას ემხრობა, რის გამოც რამდენჯერმე ესპანეთის ნაკრების მაისურით გამართული მატჩებისას უსტვინეს.

"არანაირი პროვოკაცია არ არის საჭირო. ეს ისაა, რაც მათ სურთ. ერთად ძლიერები ვიქნებით, ხმას მივცემთ", - აცხადებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელი.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, პიკეს განცხადებას "რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები