რამოსი პიკეს განცხადებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი პიკეს განცხადებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა


რამოსი პიკეს განცხადებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ხერარდ პიკეს პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს გაიმართება.

"პიკეს თვითერი ასეთი შეტყობინებების გასაგზავნად საუკეთესო ინსტრუმენტი არ გახლავთ, თუ არ გინდათ, რომ გისტვინონ", - ციტირებს რამოსის სიტყვებს L’Equipe.

"შეიძლება, ეს განცხადება ნაკრებისთვის კარგი არ გახლავთ, თუმცა თითოეულს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, რა თქმა უნდა", - დასძინა "სამეფო კლუბის" კაპიტანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები