რონალდუ და რეალი ვერ თანხმდებიან! - კრიშტიანუმ განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ და რეალი ვერ თანხმდებიან! - კრიშტიანუმ განცხადება გააკეთა


რონალდუ და რეალი ვერ თანხმდებიან! - კრიშტიანუმ განცხადება გააკეთა

"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი პირობები წაუყენა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, პორტუგალიელი მადრიდელებისგან პასუხს ელის.

"ჩემი კონტრაქტი? კარგი კითხვაა. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა მისი პასუხი ჩემზე უკეთესად იცის", - თქვა ფორვარდმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "რეალი" მზადაა კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი 25 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, როცა თავად ფეხბურთელს 30-40 მილიონის მიღება სურს, იმდენის, რამდენსაც "პსჟ"-ში ნეიმარი, ხოლო "ბარსელონაში" ლეო მესი გამოიმუშავებენ.

ჯერჯერობით, "რეალში" აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას არ ახდენენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები