ბაიერნს ტუხელი ჩაიბარებს?
თარიღი: სექტემბერი 29, 2017, 12:31
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი შესაძლოა "ბაიერნს" ჩაუდგეს სათავეში, იტყობინება Sky Sport Germany.
44 წლის მწვრთნელი გათავისუფლებული კარლო ანჩელოტის ადგილის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატია.
აქამდე არსებული ცნობით, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის პრეტენდენტი "ჰოფენჰაიმის" თავკაცი, იულიან ნაგელსმანიცაა, რომელმაც არ არის გამორიცხული "რეკორდმაისტერში" 2018 წლის ზაფხულში დანიშნონ.
აღინიშნება, რომ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ტუხელის დიდი თაყვანისმცემელია. სპეციალისტმა "ბორუსია" გასულ ზაფხულს დატოვა და ამ ეტაპზე უმუშევარია.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE