კიოლნი პისაროს დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიოლნი პისაროს დაიმატებს


კიოლნი პისაროს დაიმატებს

მიუნხენის "ბაიერნისა" და ბრემენის "ვერდერის" ყოფილი თავდამსხმელი, კლაუდიო პისარო, კარიერას "კიოლნში" გააგრძელებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "თხების" ხელმძღვანელობა 38 წლის პერუელ ფორვარდს უკვე შეუთანხმდა და მას ოფიციალურად ამ დღეებში გაიფორმებს.

ამ ზაფხულს კლაუდიო პისარომ დატოვა ბრემენული კლუბი, რომლის ღირსებასაც 8 წლის განმავლობაში იცავდა. იგი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია - 191 გოლი 430 შეხვედრაში.

"კიოლნმა" მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, საწყის 6 ტურში მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კიოლნი კლაუდიო პისარო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები