ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა


ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ კარლო ანჩელოტის გათავისუფლება მოკლედ შეაფასა.

"სამშაბათს მადრიდის "რეალთან" დავმარცხდით, მაგრამ თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს და ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული სერიის გაგრძელებას ვეცდებით.

რაც შეეხება "ბაირნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანჩელოტის გათავისუფლებას, სამწუხაროდ ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ იქნება", - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

საწყისი 6 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგას დორტმუნდის "ბორუსია" 16 ქულით ლიდერობს, შემდეგ კი "ჰოფენჰაიმი" (14) და მიუნხენის "ბაიერნი" (13) მოდიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები