რომას დეფრელი და პეროტი გამოაკლდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას დეფრელი და პეროტი გამოაკლდნენ


რომას დეფრელი და პეროტი გამოაკლდნენ

"რომას" ორი შემტევი, გრეგორი დეფრელი და დიეგო პეროტი, გარკვეული დროით გამოაკლდნენ.

ფრანგმა თავდამსხმელმა და არგენტინელმა ნახევარმცველმა დაზიანებები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშის, სტუმრად "ყარაბახის" წინააღმდეგ, წინ მიიღეს.

რომაული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრეგორი დეფრელი, რომელიც გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა, დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს, პეროტის კი მხოლოდ კუნთის მსუბუქი დაზიანება აქვს.

ამ უქმეებზე "რომა" "მილანს" დაუპირისპირდება და სავარაუდოდ, დიეგო პეროტი ამ შეხვედრას მაინც გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები