გოულამი ნაპოლის ახალ კონტრაქტზე შეუთანმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გოულამი ნაპოლის ახალ კონტრაქტზე შეუთანმდა


გოულამი ნაპოლის ახალ კონტრაქტზე შეუთანმდა

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა, ფაუზი გოულამი, თავის კლუბთან მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ალჟირელი განაპირა მცველი ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მოელაპარაკა.

გოულამი "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური ანაზღაურება 800 ათასიდან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო კლაუსულა 40 მილიონი ევრო იქნება.

26 წლის ფაუზი გოულამი "ნაპოლის" 2014 წლის იანვარში შეუერთდა და "ცისფრების" მაისურით 150 მატჩის ჩატარება მოასწრო. ახლა ის გუნდის ძირითადი ფიგურაა და მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო - 10 თამაშში 2 გოლი და 4 ასისტი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ფაუზი გოულამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები