დეშამი: "ჟირუმ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეშამი: "ჟირუმ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს"


დეშამი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროის ოდენობით, რამდენსაც ოლივიე ჟირუ "არსენალში" იღებს.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სათამაშო პრაქტიკის უქონლობას შესაძლოა შესაბამისი ზომები მოჰყვეს.

შეგახსენებთ, გუშინ ჟირუმ ევროპა ლიგაზე "ბატეს" გაუტანა და "მეთოფეთა" რიგებში 100 გოლი დაუგროვდა.

"ჟირუ იშვიათად თამაშობს, ევროპა ლიგაზე გადის მინდორზე", - ციტირებს დეშამის სიტყვებს L`Equipe.

"მის წვლილს არ ვუარყოფ, ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს (ნაკრებში ჩატარებული 7 მატჩი და 6 გოლი 2017 წელს), თუმცა მას იმ ფეხბურთელს ვამჯობინებ, რომელიც კლუბში რეგულარულად ასპარეზობს".

"არსენალში" დარჩენა გადაწყვიტა, ეს მისი არჩევანია, თუმცა ამ ყველაფერს შესაძლოა შესაბამისი ზომები მოჰყვეს", - დასძინა "მამლების" თავკაცმა.

ამ სეზონში ჟირუმ ინგლისის ჩემპიონატში ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არცერთ მათგანში არ მოხვედრილა სასტარტო თერთმეტეულში. მისი მთლიანი სათამაშო დრო 114 წუთს შეადგენს (1 გოლი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები