ბექჰემი: "მილანში განსაკუთრებული დრო გავატარე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბექჰემი: "მილანში განსაკუთრებული დრო გავატარე"


ბექჰემი:

"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა დედიდ ბექჰემმა, "როსონერიში" გატარებული წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქაურობა ძალიან ენატრება.

"მილანში" გატარებული პერიოდიდან ბევრი კარგი რამ მახსოვს. ეს დრო ჩემთვის განსაკუთრებული იყო. კლუბმა, ქალაქმა და გულშემატკივარმა ძალიან კარგად მიმიღო.

იტალიის ჩემპიონატში "მილანის" მაისურით თამაში ძალიან მომეწონა. ეს კლუბი და ქვეყანა მენატრება. "მილანში" გატარებული დრო ჩემთვის ოჯახურ ატმოსფეროსთან ასოცირდება. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რასაც ყოველთვის გრძნობ. ადგილობრივი ხალხი და საჭმელიც ძალიან მომწონდა", - გაიხსენა დევიდ ბექჰემმა.

42 წლის ინგლისელი "მილანში" 2009 და 2010 წლებში იჯარის წესით თამაშობდა. მან იტალიური გრანდის მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები