ბალოტელი მამა მეორედ გახდა
თარიღი: სექტემბერი 29, 2017, 17:03
"ნიცას" ფორვარდს, მარიო ბალოტელის ციურიხში შვილი შეეძინა, რომელსაც ლიონი დაარქვეს, იტყობინება Football Italia.
"სუპერ მარიოს" შვილის დედის ვინაობა პრესისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი იტალიელი გოგონაა, რომელიც ბალოტელიმ სარდინიაში დასვენებისას გაიცნო.
27 წლის ფორვარდს უკვე ჰყავს 2012 წლის 5 დეკემბერს დაბადებული გოგონა, სახელად პია, რომელიც იტალიელმა ტელეწამყვანმა, რაფაელა ფიკომ გაუჩინა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE