ვალენსიას ყოფილმა მწვრთნელმა ლას პალმასი ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალენსიას ყოფილმა მწვრთნელმა ლას პალმასი ჩაიბარა


ვალენსიას ყოფილმა მწვრთნელმა ლას პალმასი ჩაიბარა

დღეს "ლას პალმასის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი პაკო აიესტრანი გახდება.

54 წლის სპეციალისტმა "ლას პალმასში" მანოლო მარკესი შეცვალა, რომელმაც თავისი პოსტი ამ კვირაში დატოვა.

აიესტრანი ესპანეთის ჩემპიონატში ადრეც მუშაობდა. ის 2016 წელს "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი იყო.

"ლას პალმასს" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა მოუგროვდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები