ოფიციალურად: პისარო კიოლნის ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: პისარო კიოლნის ფეხბურთელია


ოფიციალურად: პისარო კიოლნის ფეხბურთელია
38 წლის ვეტერანი თავდამსხმელი, კლაუდიო პისარო, კარიერას "კიოლნში" გააგრძელებს.

გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ მიუნხენის "ბაიერნისა" და ბრემენის "ვერდერის" ყოფილმა ფორვარდმა "თხებთან" სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

"კიოლნი" საკმაოდ ტრადიციული კლუბია და მინდა, რომ ამ გუნდს ჩემი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით დავეხმარო", - განაცხადა პერუელმა.

კლაუდიო პისარო ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირია - გერმანიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 430 თამაში და 191 გატანილი ბურთია.
ასევე იხილეთ თემაზე:
კიოლნი კლაუდიო პისარო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები