მათეუსი: "ბაიერნი არ იჩქარებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მათეუსი: "ბაიერნი არ იჩქარებს"


მათეუსი:

მიუნხენური გრანდის ყოფილი მოთამაშე, ლეგენდარული ლოთარ მეთეუსი, მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას არ იჩქარებს.

"თუ "ბაიერნს" სურს, რომ არჩევანი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს, მაშინ უმარტივესი გამოსავალი თომას ტუხელის მოხმობა იქნება, ვინაიდან ის თავისუფალია.

თუმცა, მეორე მხრივ, მჯერა, რომ "ბაიერნს" დრო აქვს და არ იჩქარებს. უახლოეს კვირეებში საქმეს ვილი სანიოლი მიხედავს, რადგან მიუნხენელები საკუთარ არჩევანში 100%-თ უნდა იყვნენ დარწმუნებულნი", - აღნიშნა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა.

მიმდინარე სეზონის წარუმატებელი სტარტისა და პარიზში გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ "რეკორდმაისტერმა" 58 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, პოსტიდან გაათავისუფლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები