მოტამ შესაძლოა ბორდოსთან მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოტამ შესაძლოა ბორდოსთან მატჩი გამოტოვოს


მოტამ შესაძლოა ბორდოსთან მატჩი გამოტოვოს

"პარი სენ ჟერმენის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ, შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ს მორიგი ტურის მატჩი გამოტოვოს.

პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "ბორდოსთან" საშინაო მატჩის წინ განაცხადა, რომ 35 წლის იტალიელს მუხლის მცირე პრობლემები აქვს.

ტიაგო მოტამ მუხლის ტრავმა გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო. "პსჟ" "ბორდოს" შაბათს დაუპირისპირდება და მოტას გარდა ხავიერ პასტორეც დააკლდება.

მოტამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ტიაგო მოტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები