ემერიმ ანჩელოტი გაამხნევა
თარიღი: სექტემბერი 29, 2017, 18:53
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, თავისი იტალიელი კოლეგა კარლო ანჩელოტი გაამხნევა.
"ეს ყველა მწვრთნელის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად ასეთი გათავისუფლებისა, ანჩელოტი კვლავ დიდებულ მწვრთნელად რჩება, რომელიც ჩემთვის და კიდევ სხვა ბევრისთვის სამაგალითოა.
რაც შეეხება მის მიერ პარიზში შერჩეულ შემადგენლობას, ვფიქრობ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მოთამაშეები, რომელთაც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს, ძალიან კარგები იყვნენ ისევე, როგორც ის ფეხბურთელები, რომლებიც სკამზე დარჩნენ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "პსჟ-მ" მიუნხენური გრანდი შინ 3:0 გაანადგურა და მეორე დღეს ანჩელოტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაკარგა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE