ანჩელოტი: "ჩემთვის ბაიერნში მუშაობა დიდი პატივი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ჩემთვის ბაიერნში მუშაობა დიდი პატივი იყო"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მიუნხენური კლუბის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი მას შემდეგ გაათავისუფლეს "ბაიერნიდან", რაც "რეკორდმაისტერმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "პარი სენ-ჟერმენთან" იწვნია გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი.

"ჩემთვის "ბაიერნის" მწვრთნელობა დიდი პატივი იყო. მიხარია, რომ ამ გუნდის ისტორიაში ჩავეწერე. კლუბის, მოთამაშეების და დიდებული ფანების მადლობელი ვარ ყველაფრისთვის", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები