გვარდიოლა: "თუ სიტი ერთ ტიტულსაც ვერ მოიგებს, მაშინ სეზონი ჩავარდნილად ჩაითვლება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "თუ სიტი ერთ ტიტულსაც ვერ მოიგებს, მაშინ სეზონი ჩავარდნილად ჩაითვლება"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ეს სეზონი წარუმატებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ "სიტი" 1 ტიტულის აღებასაც ვერ მოახერხებს.

"ჩემგან ყველა ტიტულებს ელის და ეს კარგად ვიცი. ყველა სპეციალისტს სურს მსოფლიოს მასშტაბით, რომ ტიტული მოიგოს. მე ბედნიერი ვარ აქ მუშაობით, თუმცა არ ვიცი რა იქნება მომავალში.

იმ შემთხვევაში, თუ წელს "მანჩესტერ სიტი" უტიტულოდ დარჩება, მაშინ ეს სეზონი ჩვენთვის წარუმატებელი იქნება",- განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები