ფრანჩესკო ტოტის რეაქცია, როცა ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა [VIDEO]
თარიღი: სექტემბერი 30, 2017, 03:22
გუშინ, "დინამო არენაზე" მსოფლიო ფეხბურთის უამრავმა ლეგენდამ მოიყარა თავი. მათ საქველმოქმედო მატჩი ჩაატარეს.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ჯამში 11 გოლი გავიდა. განსაკუთრებით სანახაობრივი იყო მატჩის მეორე ტაიმი.
მატჩის მიწურულს, მოსალოდნელი ფაქტი მოხდა - გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ფრანჩესკო ტოტის ჩაეხუტა.
მოგეხსენებათ, მსგავს დიდ მოვლენებზე, თითქმის ყოველთვის, "დინამო არენაზე" გულშემატკივარი მოედანზე შედის ხოლმე.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE