ტედესკო: "ფრე მისაღებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტედესკო: "ფრე მისაღებია"


ტედესკო:

გელზენკირხენის "შალკეს" მთავარი მწვრთნელი, დომენიკო ტედესკო, ლევერკუზენის "ბაიერთან" საყაიმო შედეგით ბოლომდე უკმაყოფილო არ არის.

"საკმაოდ კარგი მატჩი გამოვიდა, რადგან ორივე გუნდი დომინირებას ცდილობდა. ჩვენ საკუთარი ძალების გამოყენება, პრესინგის განხორციელება და ბურთის დაჭერა ვცადეთ.

ვფიქრობ, თავიდან მეტოქეს ვაჯობეთ და 1:0 დამსახურებულად წავიყვანეთ. ამის შემდეგ მეორე ბურთის გატანის შანსებიც გვქონდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მეტოქე თამაშში დავტოვეთ.

თუმცა "ბაიერმაც" ნელ-ნელა მოუტამა, ბურთზე კონტროლი დააწესა და ბოლოსკენ უკვე ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას. ერთი ქულა მისაღებია და ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა 32 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

ბუნდესლიგის მე-7 ტურში "შალკემ" ლევერკუზენულ კლუბთან ქულები გაიყო და ფრედ 1:1 ითამაშა.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 დომენიკო ტედესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები