კიოლნის ფორვარდმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა
თარიღი: სექტემბერი 30, 2017, 11:59
"კიოლნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, არტიომ რუდნევსმა, გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
"კიოლნის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 29 წლის ლატვიელმა ფორვარდმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.
"არტიომს შევხვდით და ვესაუბრეთ. ამ კონკრეტულ მომენტში მან თავის პირად ცხოვრებას უნდა მიხედოს. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ, ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებთ.
არტიომს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ", - განაცხადა "თხების" დირექტორმა, იორგ შმადტკემ.
არტიომ რუდნევსს ლატვიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში აქვს ნათამაშები. ბუნდესლიგაში იგი 2012 წელს გადავიდა და 4 წელი "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. გასული წლის ზაფხულში კი "კიოლნს" შეუერთდა და 22 მატჩში 4 გოლთან ერთად 4 ასისტი გააკეთა.
ლატვიის ეროვნული ნაკრების რიგებში რუდნევსს 36 თამაში აქვს ჩატარებული და ორი გოლის გატანა მოახერხა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE