კუტრონემ თავისი კუმირი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუტრონემ თავისი კუმირი დაასახელა


კუტრონემ თავისი კუმირი დაასახელა

"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, უნიჭიერესმა პატრიკ კუტრონემ, ევროპა ლიგის თამაშის შემდეგ თავის კუმირზე ისაუბრა.

"როსონერიმ" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ ხორვატიული "რიეკა" დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და გამარჯვების მომტანი გოლი 94-ე წუთზე სწორედ კუტრონემ გაიტანა.

"თამაშის შემდეგ ნორმალურად ვერ დავიძინე, რადგან ემოციებში ვიყავი. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მხოლოდ ჩემს გოლზე ვფიქრობდი.

მწვრთნელმა მომცა შანსი და მე მისი და მთლიანად კლუბის მადლობელი ვარ იმისათვის, რომ მენდობიან. მე კი ვეცდები, რომ მათი იმედები გავამართლო.

ვოცნებობ, რომ ანდრეი შევჩენკოს დავემსგავსო. ვულოცავ მას დაბადების დღეს!", - განაცხადა კუტრონემ, რომლის კუმირმაც დაბადების დღე გუშინ, თბილისში, საქველმოქმედო მატჩით აღნიშნა.

19 წლის იტალიელი ფორვარდი ვინჩენცო მონტელამ აღმოაჩინა და მიმდინარე სეზონში ხშირად იყენებს. კუტრონემ ყველა ტურნირზე უკვე 10 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები