კლოპი ანჩელოტიზე: "კარლო ფანტასტიკურ კლუბს იპოვნის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი ანჩელოტიზე: "კარლო ფანტასტიკურ კლუბს იპოვნის"


კლოპი ანჩელოტიზე:

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ კარლო ანჩელოტი ტოპ კლუბში სამუშაო ადგილს სირთულეების გარეშე იპოვნის.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი "ბაიერნიდან" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს.

"სამწვრთნელო მუშაობაში ცოტა რამე თუ გამაკვირვებს", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Four Four Two.

"ბაიერნისა" და "პსჟ"-ს მატჩს ვუყურე. ეს ფეხბურთია, ინდივიდუალურმა ოსტატობამ შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს, ოთხშაბათს კი სწორედ ეს მოხდა".

"თუმცა, საქმე ერთ შეხვედრას არ ეხება. "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კლუბის განვითარების ვექტორს ვერ გაუმკლავდა, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი აზრით. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, თუ რატომ მოიქცნენ ასე ისინი".

"კარლო ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. უბრალოდ ხდება, რომ ორი მხარე ერთმანეთს ვერ ეწყობა. თუ "ბაიერნის" მიიჩნევს, რომ მომავალი ახალ მწვრთნელთან ერთად უფრო პერსპექტიული იქნება, ვულოცავ".

"თუ კარლო სამუშაოს გაგრძელებას გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკურ კლუბს იპოვნის და დაამტკიცებს, თუ როგორი მწვრთნელია", - დაამატა იურგენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები