მატერაცი: "იუვეს ვერ ვუგულშემატკივრებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატერაცი: "იუვეს ვერ ვუგულშემატკივრებ"


მატერაცი:
მილანის "ინტერისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ, აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლის ფინალში მადრიდის "რეალს" ქომაგობდა.

"კარდიფში ზიდანს ვქომაგობდი, რადგან "იუვენტუსს" უბრალოდ ვერ ვუგულშემატკივრებ. ტურინელებს ტაშს მაშინაც კი ვერ დავუკრავ, როდესაც ისინი ამას იმსახურებენ.

ზიზუ ძალიან მომწონს და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება მივულოცე და ვფიქრობ, "რეალის" წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ზინედინია", - განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

2017 წლის ივნისში "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" 4:1 გაანადგურა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ეს ტიტული წარმატებით დაიცვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მარკო მატერაცი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები