მონტელა: "ანჩელოტის შეუძლია, რომ ჩემი ასისტენტი გახდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "ანჩელოტის შეუძლია, რომ ჩემი ასისტენტი გახდეს"


მონტელა:

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, კარლო ანჩელოტის "როსონერიში" დაბრუნებას გამოეხმაურა.

"კარლოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის იყო პირველი მწვრთნელი, რომელთანაც სტაჟირება გავიარე და ანჩელოტი ისე მეპყრობოდა, როგორც თავის ძმას. მან "ჩელსიში" ასისტენტის როლიც შემომთავაზა.

ასე, რომ თუ ახლა ანჩელოტის სურს, შეუძლია "მილანში" დაბრუნდეს და აქ ჩემი ასისტენტი გახდეს. რა თქმა უნდა, ამას ღიმილით ვამბობ, ვინაიდან ჩვენ მეგობრები ვართ", - განაცხადა 48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

კარლო ანჩელოტიმ ორი დღის წინ მიუნხენის "ბაიერნი" დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია. ბუნებრივია, ერთ-ერთ ვარიანტად მისი ყოფილი კლუბი "მილანი" სახელდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები