ასენსიო: "ოქროს ბურთის მოგებაზე არ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ასენსიო: "ოქროს ბურთის მოგებაზე არ ვფიქრობ"


ასენსიო:

"რეალის" თავდამსხმელმა, მარკო ასენსიომ კრიშტიანუ რონალდუს საქებარ სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

გარდა ამისა, ესპანელმა აღნიშნა, რომ მადრიდულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ამაყობს.

"შექება რონალდუსგან სიხარულის მომგვრელია", - ციტირებს ასენსიოს სიტყვებს Marca.

"თუმცა, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ახალგაზრდა ვარ. ეს მაშინ მოხდება, როცა მოხდება".

"ის დღე, როცა "რეალთან" კონტრაქტის გავახანგრძლივე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილი სიამაყის წყაროა".

"გასულ წელს სერიოზულად გავიზარდე. ჩემი მიზნები მაქვს, მინდა ყოველთვის ვითამაშო, თუმცა ზიდანმა უკეთ იცის, როდის უნდა დამაყენოს შემადგენობაში", - დასძინა მარკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები