ზიდანმა რონალდუს კონტრაქტზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა რონალდუს კონტრაქტზე ისაუბრა


ზიდანმა რონალდუს კონტრაქტზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის თაობაზე ისაუბრა.

მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი "სამეფო კლუბთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის.

"რონალდუს კონტრაქტი? ეს კლუბის საქმეა და ამაში ჩარევას არ ვაპირებ.

ასენსიო? მოხარული ვარ, რომ მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ის კრიშტიანუსთან ერთად ვარჯიშობს და მისგან საკმაოდ ბევრს სწავლობს", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები