ავარია რამდენიმე წამით ადრე რომ მომხდარიყო, აგუეროსთვის კატასტროფულად დასრულდებოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ავარია რამდენიმე წამით ადრე რომ მომხდარიყო, აგუეროსთვის კატასტროფულად დასრულდებოდა


ავარია რამდენიმე წამით ადრე რომ მომხდარიყო, აგუეროსთვის კატასტროფულად დასრულდებოდა

"მანჩესტერ სიტის" შემტევი სერხიო აგუერო ამსტერდამში ავტოავარიაში მოხვდა.

ქალაქში, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

ამ ფაქტზე კომენტარი სერხიო აგუეროს მამამ გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა შვილმა დამცავი ღვედი შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე შეიკრა.

"სერხიომ ავტომობილის მძღოლს უთხრა, რომ სიჩქარე ოდნავ შეენელებინა და მანაც უპასუხა, კარგიო.

ზუსტად ამ მომენტში, ჩემმა შვილმა დამცავი ღვედი შეიკრა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ავარია მოხდა.

მადლობა ღმერთს, რომ მას მხოლოდ ნეკნის მოტეხილობა აქვს", - განაცხადა მან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები