გვარდიოლა: "ესპანეთი თუ კატალონია? ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ესპანეთი თუ კატალონია? ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდი"


გვარდიოლა:

ხოსეპ გვარდიოლამ ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე ისაუბრა.

ხვალ, კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ტარდება და სწორედ ამიტომ ხოსეპს ჰკითხეს, რომელი ნაკრების ჩაბარებას ისურვებდა, ესპანეთის თუ კატალონიის.

"ესპანეთი თუ კატალონია? ვფიქრობ, რომ ესპანეთის გაწვრთნას ვისურვებდი. მსურს, რომ ერთ დღეს მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ვიყო მწვრთნელი", - განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელმა ადრეც დააფიქსირა ამ ფაქტზე პოზიცია. ის ამბობდა, რომ ნაკრებში კარიერის ბოლო წლებში წავიდოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები