იმობილე: "ყოველთვის ინძაგის მადლობელი ვიქნები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იმობილე: "ყოველთვის ინძაგის მადლობელი ვიქნები"


იმობილე:

რომის "ლაციოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, თავისი კარიერის ბოლო წლებს გადახედა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც ეტაპობრივად გამოიარა.

"დორტმუნდის "ბორუსიაში" ნამდვილად რთული პერიოდი მქონდა, ვინაიდან სახლიდან შორს ვიყავი და ენაც არ ვიცოდი. ჩემს გვერდით მუდამ თარჯიმანი იყო, რომელიც ცდილობდა აეხსნა თუ რა სურდა ჩემგან მთავარ მწვრთნელს. მოედნის მიღმა მართლაც ძალიან მიჭირდა, თანაც გერმანელმა ჟურნალისტებმა რატომღაც შემიძულეს.

სევილიაში, დორტმუნდთან შედარებით, ყველაფერი უკეთ წავიდა. ლამაზი ქალაქი, ხალხიც მშვენიერი და თბილი და კარგი სახლი, რომელიც მალევე ვიპოვე. სამწუხაროდ, გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის არ მოვეწონე და ძირითადიდან ამომაგდო.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სიმონე ინძაგისთან დავიწყე მუშაობა. "ლაციოში" არსებული ატმოსფერო ჩემთვის იდეალური გამოდგა, მწვრთნელმა კი საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა.

ახლა "ლაციო" იტალიაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მე ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რისთვისაც ინძაგის მადლობელი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები", - აღნიშნა იმობილემ.

27 წლის იტალიელი "ლაციომ" 2016 წლის ზაფხულში დაიმატა და გასულ სეზონში ჩატარებულ 41 თამაშში 26 ბურთი გაიტანა. ამ კამპანიაში კი 9 მატჩში უკვე 12 გოლი შეაგდო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ჩირო იმობილე სიმონე ინძაგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები