კამპ ნოუზე მაყურებელთა აქტივობა შემცირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კამპ ნოუზე მაყურებელთა აქტივობა შემცირდა


კამპ ნოუზე მაყურებელთა აქტივობა შემცირდა

2017-2018 წლების სეზონის სტარტზე "ბარსელონას" არენაზე, "კამპ ნოუზე" მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა.

ლა ლიგაში, შინ, კატალონიურმა გუნდმა სამი შეხვედრა გამართა და დასწრების საშუალო მაჩვენებელი 60 000 მაყურებელი იყო.

ყველაზე მეტი ქომაგი, "ესპანიოლთან" მატჩზე მივიდა - 73 000.

გაცნობებთ, რომ კამპ ნოუ 90 000-მდე ქომაგს იტევს.

რაც შეეხება "რეალს", "ბერნაბეუ" 80 000-ზე მეტ ქომაგს იტევს და ამ სეზონში ყველაზე მეტი მაყურებელი "რეალისა" და "ლევანტეს" მატჩზე იყო - 68 000.

"ატლეტიკომ" ახალ არენაზე "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მხოლოდ ერთი მატჩი გამართა და 63 000 ქომაგი მივიდა, რითიც ტრიბუნების 92% გაივსო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები