ბენიტესი ლივერპულთან მატჩზე: "ეს ჩემი სახლია და უზომოდ ემოციური იქნება მათ წინააღმდეგ თამაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი ლივერპულთან მატჩზე: "ეს ჩემი სახლია და უზომოდ ემოციური იქნება მათ წინააღმდეგ თამაში"


ბენიტესი ლივერპულთან მატჩზე:

რაფაელ ბენიტესმა ყოფილ გუნდზე, "ლივერპულზე" ისაუბრა.

ხვალ, პრემიერ ლიგის მატჩში ესპანელი სპეციალისტი სწორედ ყოფილ გუნდს შეხვდება.

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული და ემოციური მატჩი იქნება. "ლივერპულში" 6 წელი ვიმუშავე და ამ გუნდთან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

ჩემი ოჯახი, ახლაც ამ ქალაქში ცხოვრობს და ეს ჩემი სახლია.

"ლივერპულის" ქომაგებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმ ქომაგებთანაც, რომელთა ახლობლებიც ჰილსბროს ტრაგედიის დროს დაიღუპნენ.

მოკლედ, რომ ვთქვა, ამ გუნდთან ძალიან ბევრი მაკავშირებს და მათ წინააღმდეგ თამაში, ჩემთვის ემოციური იქნება", - განაცხადა ბენიტესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები