ჰეკინგი: "გერმანული ფეხბურთი საფრთხეშია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰეკინგი: "გერმანული ფეხბურთი საფრთხეშია!"


ჰეკინგი:

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, დიტერ ჰეკინგი, ევროთასებზე გერმანული კლუბების წარუმატებელ გამოსვლას გამოეხმაურა და მიუნხენის "ბაიერნიც" გააფრთხილა

"პარიზში წაგება და შინ მადრიდის "რეალთან" მარცხი სავსებით ნორმალურია, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა საგანგაშო ისაა, რომ სხვა გუნდებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ.

ბუნდესლიგა ბრძოლაში უნდა დაბრუნდეს და მომდევნო თამაშებში კრიტიკოსებს პასუხი გასცეს. სიტუაცია ახლა საკმაოდ სახიფათოა და გერმანული ფეხბურთი ფრთხილად უნდა იყოს.

სხვა ქვეყნებში ბევრი რამ მოხდა და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო. დორტმუნდის "ბორუსიას" თითქმის ყოველ წელს უწევს ლიდერების დათმობა.

სატრანსფერო ბაზარზე იმდენად დიდი ფული ტრიალებს, რომ ამ სიტუაციამ "ბაიერნზეც" კი იმოქმედა და ახლა გერმანული ფეხბურთის საუკეთსო კლუბიც საფრთხეშია.

მესმის, რომ გერმანიას საკმაოდ ძლიერი თაობა და ტალანტები ჰყავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრი 17-18 წლის მოთამაშე საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს", - განაცხადა 53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

ამ შუაკვირას ევროთასებზე ექვსივე გერმანული კლუბი დამარცხდა, რაც ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები