გვარდიოლა: "სიტის ძალიან გაუმართლა, რომ დე ბრუინი ჰყავს"
თარიღი: ოქტომბერი 1, 2017, 02:35
ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
მოგეხსენებათ, ტურის ცენტრალურ მატჩში "სიტიმ" სტუმრად "ჩელსი" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დე ბრუინის ანგარიშზეა.
"დე ბრუინი საოცარი მოთამაშეა. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია - გოლები, საგოლე გადაცემები, შეტევების დაწყება.
სიტის ძალიან გაუმართლა, რომ ეს ფეხბურთელი ჰყავს. მის გარდა ჩელსისთან მატჩში სილვა და დელფიც გამოირჩნენ.
ჯერ სექტემბერი ახლა მორჩა, ამიტომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მივყვეთ სეზონის მიმდინარეობას", - აცხადებს გვარდიოლა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE