ჰარი კეინმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა


ჰარი კეინმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა

ინგლისის პრემიერ ლიგის გასული ტურის მატჩი "ჰადერსფილდსა" და "ტოტენჰემს" შორის, სტუმართა მარტივი გამარჯვებით 0:4 დასრულდა.

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ჰარი კეინმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და კრიშტიანო რონალდუს რეკორდიც გააუმჯობესა.

კერძოდ, პორტუგალიელ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში 84 გოლის გასატანად 196 მატჩი დასჭირდა. კეინმა კი ამავე რაოდენობის გოლის გატანა მხოლოდ 123 შეხვედრაში შეძლო.

ამასთანავე, სექტემბრის თვეში კეინმა კლუბსა და ნაკრებში ჯამში 13 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები