კარლეს პუიოლმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარლეს პუიოლმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


კარლეს პუიოლმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

"ლეო მესის კიდევ დიდი ხანი შეუძლია წარმატებულად თამაში, მან კლუბში უკვე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. 28-30 წლის ასაკი ფეხბურთელისთვის იდეალურია, რადგან უკვე დიდი გამოცდილება გაქვს და ამ გამოცდილებას მაქსიმალურად იყენებ.

ბარსელონა კი წელს კარგად თამაშობს, დადებითი შედეგები აქვს და იმედია, ბოლომდე ასე იქნება", - აცხადებს პუიოლი.

შეგახსენებთ, რომ პუიოლის საქართველოში ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა ესპანელი ლეგენდა თბილისს არ ეწვია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები