ემერი უკმაყოფილოა: "შინ 2 გოლის გაშვება ჩვენს გეგმებში არ ჯდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი უკმაყოფილოა: "შინ 2 გოლის გაშვება ჩვენს გეგმებში არ ჯდება"


ემერი უკმაყოფილოა:

მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე "ბორდო" 6:2 გაანადგურა, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი იუნაი ემერი მაინც უკმაყოფილოა.

"რა თქმა უნდა, კარგია, რომ ჩვენს მოედანზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და სამი ქულა ჩავიწერეთ.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 6:2 ვიმარჯვეთ, გუნდში მაინც პრობლემებია, რადგან შინ 2 გოლის გაშვება, ჩვენს გეგმებში არ ჯდება.

დაცვაში უკეთესი თამაში გვმართებს, რადგან ბორდოსთან გამოჩნდა, რომ მეტოქეს თავისუფლად შეუძლია გოლების გატანა", - აცხადებს ემერი.

ამ მოგების შემდეგ, "პსჟ"-მ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ამჟამად "მონაკოს" სამი ქულით ასწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები