გერმანულმა კლუბმა პორნოვარსკვლავთან დაიწყო თანამშრომლობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანულმა კლუბმა პორნოვარსკვლავთან დაიწყო თანამშრომლობა


გერმანულმა კლუბმა პორნოვარსკვლავთან დაიწყო თანამშრომლობა

გერმანიის მეექვსე დივიზიონის საფეხბურთო კლუბმა, "ობერვიურცბახმა", პორნოვარსკვლავთან დაიწყო თანამშრომლობა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ გერმანელი მსახიობის, ლენა ნიტროს, სახელი და გვარი კლუბის მაისურზე იქნება დატანილი.

"ჩვენ გვინდოდა, რომ მიმდინარე სეზონისთვის რაღაც არანორმალური გაგვეკეთებინა. გვსურდა, რომ რეალური სპონსორი გვეპოვნა", - განაცხადა "ობერვიურცბახის" სპორტულმა დირექტორმა, ტორსტენ ნელცმა.

30 წლის ლენა ნიტრომ შემოთავაზება გერმანული კლუბისგან მიიღო და ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები