არანგისი რამდენიმე კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არანგისი რამდენიმე კვირას გამოტოვებს


არანგისი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჩარლზ არანგისი, საკუთარ გუნდს ორი-სამი კვირით გამოაკლდა.

28 წლის ჩილელმა გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში, გელზენკირხენის "შალკესთან" გასვლით თამაშში (1:1), კუნთის ტრავმა მიიღო და მინდორი შესვენებაზე დატოვა.

შაბათს არანგისს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სამხრეთ ამერიკელს კუნთი აქვს დაჭიმული, ამიტომ რამდენიმე კვირით დასვენება მოუწევს.

ახლა სანაკრებო პაუზა იწყება და ლევერკუზენული კლუბი მომდევნო თამაშს 15 ოქტომბერს, შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები