ვაწაძის გოლი სილკებორგს არ ეყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაწაძის გოლი სილკებორგს არ ეყო


ვაწაძის გოლი სილკებორგს არ ეყო

დანიის სუპერლიგაში მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის სილკებორგი შინ დაუხვდა ჩემპიონატის ლიდერ ნორდსიელანდს და 2:4 დამარცხდა.

არადა, სილკებორგისთვის, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, ყველაფერი კარგად დაიწყო _ მეორე ტაიმის დასაწყისში 2:0 დაწინაურდნენ. აქედან მეორე გოლი ვაწაძემ გაიტანა. თუმცა, არათუ 3 ქულა, არამედ ქულაც ვერ აიღეს. ნორდსიელანდმა 10 წუთში 4 გოლი გაუტანა მასპინძლებს და ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო სილკებორგი მე-11 ადგილზე დატოვა.

ვაწაძე 63-ე წუთზე შეცვალეს, სხირტლაძემ კი ბოლომდე ჩაამთავრა თამაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები