სიმეონეს მე-500 მატჩი ატლეტიკოში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონეს მე-500 მატჩი ატლეტიკოში


სიმეონეს მე-500 მატჩი ატლეტიკოში

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი გუნდი მინდორზე 328-ჯერ გაიყვანა, თუმცა მადრიდულ კლუბში ფეხბურთელის რანგში 172 შეხვედრაც აქვს ჩატარებული.

ასე და ამგვარად, "ლეგანესთან" გამართული მატჩი არგენტინელი სპეციალისტისთვის მე-500 აღმოჩნდა.

სიმეონეს მხოლოდ ლუის არაგონესი (980 მატჩი) და ადელარდო (550 მატჩი) უსწრებენ.

შეგახსენებთ, დიეგო "როხიბლანკოში" ფეხბურთელის რანგში 1994 წლიდან 1997 წლამდე და 2003 წლიდან 2005 წლამდე ირიცხებოდა. 2011 წლიდან იგი კლუბის მთავარი მწვრთნელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები